Online ყიდვის ინსტრუქცია
ონლაინ ჰიპერმარკეტით სარგებლობის პროცედურა:
- დარეგისტრირდით საიტზე, შეიყვანეთ მონაცემები და მიუთითეთ ელ.ფოსტა, რომელზეც მიიღებთ საიტზე რეგისტრაციის აქტივაციის კოდს, კოდის შეყვანის შემდეგ დასრულდება რეგისტრაცია.
- იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ ბრიკორამას ლოიალობის ბარათს, პირადი პროფილის ბონუს ბარათების ჩანართში ავტომატურად გამოჩნდება ბარათის კოდი, ერთჯერადი დამატების შემდეგ, ნებისმიერი შესყიდვისას დააგროვებთ ბონუს ქულებს.
- ამის შემდეგ, შეარჩიეთ პროდუქცია, კატეგორიების ან საძიებო ველის დახმარებით.
- შერჩევის გასამარტივებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ, საიტის მარცხენა მხარეს განთავსებული ქვე-კატეგორიების, მწარმოებლების, ფასდაკლებისა და მარაგების ფილტრი.
- სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ გადადით პროდუქციის გვერდზე, მიუთითეთ რაოდენობა და დაამატეთ კალათაში.
- კალათა განთავსებულია საიტის ზედა მარჯვენა ნაწილში.
- შესყიდვამდე შეგიძლიათ, კალათიდან პროდუქციის წაშლა ან პროდუქციის რაოდენობის გაზრდა/შემცირება.
- თანხის გადახდამდე, აირჩიეთ მიწოდების მეთოდი და შეავსეთ ინფორმაცია.
- შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც სტანდარტული მიწოდების სერვისით ასევე, თვითგატანით.
- მიწოდების არჩევის შემთხვევაში საიტი ავტომატურად დაითვლის ტრანსპორტირების ღირებულებას, შეკვეთის ფიზიკური და მოცულობითი წონის მიხედვით.
- თბილისის მასშტაბით, 800 ლარის ზევით შენაძენზე, ტრანსპორტირება უფასოა.
- შეკვეთის დასასრულებლად დააჭირეთ გადახდის ღილაკს. შეიყვანეთ ბარათის მონაცემები და დაელოდეთ ტრანზაქციის წარმატებით დასრულებას.
- შეკვეთის სტატუსის შემოწმება შეგიძლიათ, პირად პროფილზე, შესყიდვების ისტორიაში.
მიწოდების პირობები
- გზავნილის ჩაბარების პირობები 0-20 კგ
- ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - 09:30 - 15:00-სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება იმავე დღეს
- ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - 15:00- სთ-დან სამუშაო დღის ბოლომდე გამოტანილი გზავნილების ჩაბარება მომდევნო სამუშაო დღეს
- სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან, მომდევნო სამუშაო დღე
- პარასკევს 15:00 სთ-მდე შემოსული შეკვეთების ჩაბარება ორშაბათს.
- გზავნილის ჩაბარების პირობები 20- 150კგ
- ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან 1/3 სამუშაო დღე
- სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან 3/5 სამუშაო დღე
- გზავნილის ჩაბარების პირობა სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული 0-150 კგ (მესტია, ცაგერი, ლენტეხი, სტეფანწმინდა, დუშეთი, თიანეთი)
- გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან 3/5 სამუშაო დღე