კონფიდენციალობის და მიწოდების პოლიტიკა

 

მიწოდების პოლიტიკა

  1. გზავნილის ჩაბარების პირობები 0-20 კგ
  • ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - 09:30 - 15:00-სთ-მდე გამოტანილი გზავნილის ჩაბარება იმავე დღეს
  • ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - 15:00- სთ-დან სამუშაო დღის ბოლომდე გამოტანილი გზავნილების ჩაბარება მომდევნო სამუშაო დღეს
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან, მომდევნო სამუშაო დღე
  1. გზავნილის ჩაბარების პირობები 20- 150კგ
  • ერთი და იგივე ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან 1/3 სამუშაო დღე
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული - გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან  3/5 სამუშაო დღე
  1. გზავნილის ჩაბარების პირობა სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული 0-150 კგ (მესტია, ცაგერი, ლენტეხი, სტეფანწმინდა, დუშეთი, თიანეთი)
  • გზავნილის ფოსტისთვის გადმოცემიდან  3/5 სამუშაო დღე

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კლიენტი, რომელიც რეგისტრირდება საიტზე, ეთანხმება

რომ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით შპს ,,ბრიკო კავკასუსისთვის" (შემდგომში - ,,კომპანია") გამჟღავნებული მისი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა) დამუშავდეს კომპანიის მიერ მისი საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევისა და შეთავაზების, ასევე ფასდაკლებების, სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის, ტექნიკური დახმარების, კონსულტაციის გაწევის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების  მიზნით.

ზემოაღნიშნული მიზნ(ებ)ის განსახორციელებლად, ასევე თანხმობას აცხადებს მის მიერ წარდგენილ ტელეფონის ნომერზე ან/და ელ ფოსტაზე მიიღოს ელ.წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინება, სატელეფონო ზარები. ასევე, ამავე მიზნის შესრულებისათვის შესაძლებელია მისი პერსონალური მონაცემები გადაეცეს კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციას. 

კომპანია უფლებამოსილია დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები, მის მიერ ასეთის შეწყვეტის შესახებ განცხადებამდე. 

მისთვის ცნობილია, რომ უფლება აქვს მიიღოს კომპანიის მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, ასევე მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა განცხადების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე Info@bricoramacaucasus.com

   



პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა


*კურიერის მიერ პროდუქციის მიწოდებისთანავე მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს პროდუქცია და მისი შესაბამისობა გაკეთებულ შეკვეთასთან.

*პროდუქციის შეცდომით მიწოდების ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს პროდუქციის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში აცნობოს შპს ,,ბრიკო კავკასუსს” შემდეგ ელ. ფოსტაზე: administration@bricoramacaucasus.com პროდუქციის დაზიანების ამსახველ ფოტომასალასთან ერთად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის პრეტენზია არ მიიღება.

*თუ პროდუქციას აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, მომხმარებელმა პროდუქცია შეკვეთის დამადასტურებელი შესყიდვის ჩეკთან/ქვითართან ერთად მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #8. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის პრეტენზია არ მიიღება.

* დაბრუნებული პროდუქცია ექვემდებარება შეკეთებას/შეცვლას.

პროდუქციის შეცვლა ხდება იმავე ან სხვა ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული პროდუქციით (განსხვავების დაფარვით).

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პროდუქციის შეკეთება/შეცვლა,  მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი თანხა. 

პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას/შეკეთებას, თუ:

* მომხმარებლის მიერ პროდუქცია წარდგენილია ყუთის, შეფუთვის და თანხმლები დოკუმენტების გარეშე.

* პროდუქციას აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების (გატეხილი, დავარდნილი…) კვალი.

* მომხმარებელმა პრეტენზია არ განაცხადა ან/და პროდუქცია არ წარადგინა  პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკით განსაზღვრულ ვადაში.

  • პროდუქციის უკან დაბრუნების/შეცვლის ხარჯს იღებს მომხმარებელი.